მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეფექტურობა და მოქნილობა გასაზრდელია" - როგორია საქართველოს პორტების ტვირთბრუნვის დინამიკა?

636becdf8060f
ალა ისპირიანი
09.11.22 22:20
478
მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 10%-ით გაიზარდა. 32%-ით არის გაზრდილი გადამუშავებული ნაყარი ტვირთების, 5%-ით კი გენერალური ტვირთების მოცულობა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ტვირთის შემთხვევაში მატება ფიქსირდება როგორც ფოთის, ისე ბათუმის ნავსადგურებში.

აღსანიშნია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი ტვირთი, რომელიც რუსეთიდან ნოვოროსიისკის გავლით მიდიოდა, ამ ეტაპზე საქართველოს ნავსადგურებში გადაიტვირთება. გაზრდილია ყაზახური ტვირთების მოცულობაც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ იმისთვის, რომ საქართველო სატრანსპორტო ჰაბად იქცეს მათ შორის "ეფექტურობა და მოქნილობა გასაზრდელია". თუმცა ასევე ამბობს, რომ დღეს საქართველოს ინფრასტრუქტურა სრულად უპასუხებს იმ მოთხოვნას, რაც ბაზარზეა.

„მომხმარებლებს რომლებმაც შუა კორიდორში გადმოინაცვლეს ანუ ჩვენზე გამავალ კორიდორში, რა თქმა უნდა საჭიროა ეფექტური და მოქნილი, ბიუროკრატიისგან დაცლილი სისტემა, რომ მოთხოვნა ჩვენს კორიდორზე შევინარჩუნოთ. შესაბამისად ეფექტურობა და მოქნილობა ჩვენი მხრივ გასაზრდელია.

იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სატრანსპორტო ჰაბად იქცეს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში დასავლურმა ინვესტიციებმა იმატა და ჩვენ წელს გავხსენით, მაგალითად ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, რომელმაც დაახლოებით 3,5 მლნ ტონით გაზარდა ჩვენი მოცულობები, რაც შეგვიძლია რომ გადავამუშაოთ. ამაზე დაახლოებით 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ინფრასტრუქტურული პროექტები არის დაგეგმილი, მაგალითად ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში, რომელშიც ახლაც მიმდინარეობს სასაწყობო ტერმინალის მოწყობა იმისათვის, რომ მოთხოვნას სწორად ვუპასუხოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი ინფრასტრუქტურა სრულად უპასუხებს იმ მოთხოვნას რაც ბაზარზეა", - ამბობს თამარ იოსელიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები