მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკოვუდმა" ნატახტარში საწარმო აამოქმედა

63a46352e5405
მარიამ იზორია
23.12.22 09:33
709
ეკოლოგიური სარემონტო და სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია „ეკოვუდმა“ ნატახტარში საწარმო გახსნა.

„ეკოვუდის“ კორპორაციული გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი სრესელი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ახალი საწარმოს ხარჯზე წარმადობა გაიზრდება, ამასთან კომპანია ახალი პროდუქციის, ბაზრისთვის შედარებით უფრო ხელმისაწვდომი მასალების წარმოებას დაიწყებს.

„ნატახტარში საწარმო ავაშენეთ. საწარმო ადგილობრივი წარმოების გაზრდას და ისეთი პოზიციების დამატებას ემსახურება, რომელიც ფასის კუთხითაც შედარებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება. საწარმოში 15 ადამიანი დავასაქმეთ“ - ამბობს ის.

გიორგი სრესელი 2022 წელს აფასებს და როგორც აღნიშნავს, პანდემიის შემდგომი ეტაპი რთული აღმოჩნდა, თუმცა ეკოლოგიური მასალების მიმართ, მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდა.

პანდემიური წლების შემდეგი ეტაპი რთული აღმოჩნდა. თუმცა ეკოლოგიური მასალების მიმართ მაღალი მოთხოვნა გაჩნდა. წლის განმავლობაში გვქონდა ლოგისტიკური პრობლემებიც, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეფერხებები იყო“ - განმარტავს გიორგი სრესელი.

ცნობისთვის, „ეკოვუდი“ ბაზარზე 2015 წლიდან არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები