მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგოეფექტური მასალებით ნაშენ პროექტებზე და ე.წ ჭკვიან სახლებზე მოთხოვნა გაიზრდება"

5fd907e196304
თამთა ჯიჯავაძე
16.12.20 00:10
964
პანდემია აუცილებლად შეცვლის ადამიანების პრეფერენციებს და მომხმარებლების მხრიდან ახალ მოთხოვნებს გააჩენს უძრავი ქონების შეძენისას, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის მთავარმა ანალიტიკოსმა, კახაბერ სამყურაშვილმა Property Georgia-ს ახალ ვიდეორუბრიკა Property Talks-ში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო რვა თვის განმავლობაში, ადამიანებმა უმეტესი დრო გავატარეთ სახლებში და მივხვდით რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახლი იყოს კომფორტული და აკმაყოფილებდეს ყველანაირ მოთხოვნას.

„კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა მაგალითად ენერგოეფექტური მასალებით ნაშენ პროექტებზე და ე.წ ჭკვიან სახლებზე. ადამიანები აღარ დახუჭავენ თვალს ისეთ რაღაცებზე, რაზეც ადრე შეიძლება არ გაემახვილებინათ ყურადღება.

მაგალითად 10 წლის წინ თუ ადამიანი იყიდდა პარკინგის გარეშე ბინას, დღეს ეს მეტად სასურველი კომპონენტია ბინის შეძენისას, ასევე თუ ხუთი წლის წინ სკვერი და სარეკრეაციო სივრცე იმხელა პრიორიტეტი არ იყო ადამიანებისთვის, დღეს აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს და ადამიანებს ამაზე მოთხოვნა გაუჩნდა“, - განაცხადა კახაბერ სამყურაშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ პანდემიის შემდეგ, ბევრად მეტი კომფორტის მოთხოვნა გაჩნდება ადამიანების მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები