მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე და არა ფაქტების ცოდნაზე"

60324f1a3594f
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.21 16:13
2783
ეროვნული გამოცდების რეფორმირება აუცილებელია,– ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცახდა.

მისი შეფასებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე და არა ფაქტების ცოდნაზე.

“ეს აუცილებალდ არ ნიშნავს, რომ გამოცდები გადავიტანოთ უნივერსიტეტებში. ეროვნული გამოცდების ფორმა, რაც გვაქვს, საჭიროებს რეფორმას, არამხოლოდ სტრუქტურის ფორმით, არამედ შინაარსობრივადაც. აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე და არა ფაქტების დამახსოვრებაზე, უფრო ფიქრზე და კრეატიულობაზე.

ამერიკული მოდელი ასეთია – არის ასეთი გამოცდა SAT, რომელსაც აბარებს ყველა აბიტურიენტი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი უნივერსიტეტში მიღების დროს. ამერიკაში ასევე უყურებენ GPA–ს ანუ სკოლაში ნიშნების საშუალოს. ანუ სკოლის ნიშნის ფასიც აწეულია.
ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა ფაქტორებიც”,– განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები