მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ერთი ზოლი იქნება უწყვეტი მოძრაობის ზოლი" – ოგბაიძე ჭავჭავაძის გამზირის ახალ ინფრასტრუქტურაზე

5f21ba0bc6138
თამთა ჯიჯავაძე
29.07.20 23:30
1612
ძირითადად ეს იქნება ტრანზიტული გზა. ეს ერთი ზოლი იქნება უწყვეტი მოძრაობის ზოლი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, შალვა ოგბაიძემ გადაცემა „საქმის კურსში“ ჭავჭავაძის გამზირზე მოწყობილი ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძველი რეჟიმის დროს, ავტობუსის გაჩერება ჭავჭავაძეზე იწვევდა კოლაფსს, ახლა კი ეს აღარ შეუშლის ავტომობილის მძღოლებს.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ჩემს მეგობრებთან და ხელმძღვანელებთან ერთად, 80-იან წლების დასაწყისში ვარაზისხევში და ჭავჭავაძეზე ვითვლიდით სატრანსპორტო ნაკადებს, მაშინ ხელით ხდებოდა ამის დათვლა და პირველად გაკეთდა მაშინ მწვანე ტალღა. ჩემი თაობის ადამიანებს კარგად ახსოვს შუქნიშანზე დამატებული ცალკე 30, 40, 50 რეკომენდებული სიჩქარის მიმთითებელი ტაბლოები.

ახლა ეს დათვლა გაკეთდა ევროპის საუკეთესო ქვეყნების გამოცდილებით, ძალიან გამოცდილი ფირმის მიერ“, – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

შეგახსენებთ, როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსები შუა ზოლში ივლიან და ამ პროექტმა 500 მლნ ლარის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა ქალაქს. მოგვიანებით bm.ge-მ წილოსანთან დააზუსტა, რომ 500 მლნ ლარის ეკონომიაში ის, ზოგადად, ავტობუსების შუა ზოლში გადატანას გულისხმობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები