მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს კარგი სტარტია" - IMF-ი CFD მექანიზმის დანერგვაზე

645cca6486c0b
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.23 15:32
526
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, ჯეიმს ჯონი მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების CFD მექანიზმის დანერგვას დადებითად აფასებს.

ჯეიმს ჯონის განცხადებით, მართალია CFD მექანიზმი საქართველოს მიერ დანერგვის ადრეულ ეტაპზეა, მაინც არსებობს მოლოდინი, რომ ის ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს ენერგეტიკის სფერო ნაკლები ფისკალური რისკებით დააფინანსოს.

“მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმი საბაზრო პრინციპებს ეფუძნება, ხოლო აუქციონი კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა განახლებადი ენერგიის ისეთნაირად განვითარებისთვის, რაც შეამცირებს ფისკალურ რისკებს და ხელისუფლებას საუკეთესო გარიგების მიღების საშუალებას მისცემს. პირველი აუქციონი უკვე ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ცოტა დრო გავიდა, როგორც ჩანს, ის კარგად ჩატარდა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი დასაწყისია,”- განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

3 მაისს, ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა 24 ენერგეტიკული პროექტის ჩამონათვალი, ასევე ფასის დაზღვევის CFD ტარიფები, რომლებიც თითოეული პროექტისთვის კილოვატზე 5.9 ცენტიდან 6.85 ცენტამდე მერყეობს. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 300 მეგავატს შეადგენს.

CFD სქემით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში მთავრობა 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები