ესტონეთის მთავრობამ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს ესტონეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი 5 დეკემბრიდან შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე შეწყვეტდა. რუსული გაზისა და ნავთობის შემოსავლების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენების ინიციატივით კი ესტონეთის მთავრობა ჯერ კიდევ მარტში გამოვიდა.