მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეთანხმებით თუ არა, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი?" - დეპუტატის კითხვა ილია დარჩიაშვილს

648c55fdb68a7
გიგა ბენია
16.06.23 17:50
514

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რეიკიავიკში გაკეთებული განცხადება გაახსენა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ მისი ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

"ეთანხმებით თუ არა თქვენი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს? კი თუ არა? ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი?", - ჰკითხა დეპუტატმა მინისტრს.

საპასუხოდ ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერის ნათქვამს სხვა ქვეყნის ლიდერებიც იმეორებენ და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ინტერპრეტირება ქვეყანას აზიანებს.

"არ არის კარგი საქმე და არ ეხმარება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის შესახებ აღქმების შექმნას ჩვენს პარტნიორებში. ის, რაც პრემიერმა თქვა, შეგიძლიათ მსგავსი განცხადებები მოისმინოთ სხვა ლიდერების მხრიდან. თუ თქვენი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ვეთანხმები თუ არა მის შეფასებას, არა - თქვენი ინტერპრეტაციით დასმულ კითხვას, თუმცა პრემიერმა თქვა ის, რაც ახალი არ არის და სხვა ლიდერებისგანაც მოგვისმენია", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები