მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევექსი კლინიკებმა" კამპანია „გეკუთვნის“ დაიწყო

633c124fe0422
BM.GE
04.10.22 14:59
641

„გეკუთვნის“ - ამ სახელწოდების კამპანია დაიწყო "ევექსი კლინიკებმა". კამპანიის მთვარი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და ჯანმრთელობის დროული შემოწმების ხელშეწყობაა. კამპანია საყოველთაო ხასიათს ატარებს და ვრცელდება ნებისმიერი სოციალური სტატუსისა თუ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

"ევექსი კლინიკების" უპირველესი მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა ფინანსური ხელმისაწვდომობის გზით კიდევ უფრო გაზარდოს. მომხმარებლებს კამპანიის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ გაიგონ, რა სამედიცინო სერვისები და პროგრამები ეკუთვნით და როგორ უნდა ისარგებლონ სხვადასხვა დაფინანსებებით და შეღავათებით. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღებისა და გაცემის გასამარტივებლად, ვებ-გვერდზე evexclinics.ge დაემატა სპეციალური ინფორმაცია, სადაც მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ ინფორმაციის მიღება თუ ვის რა ეკუთვნის.

იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი ჯანდაცვა და მასზე ხელმისაწვდომობა არის ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ევექსი კლინიკები ყველას საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, მნიშვნელოვანი შეღავათები და ფასდაკლებები კამპანიის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღნიშნული პირობები ვრცელდება, როგორც კერძო დაზღვევის მქონე, ისე, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირებზე. გარდა ამისა, ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით ევექსი კლინიკებმა შექმნა ასაკისა და სქესის მიხედვით Check-up პაკეტები, რომელზეც ყველასთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

(R)



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები