მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკრედიტში" გაცემის საკომისიო 0%-დან არის (R)

638b4399d9c51
BM.GE
02.12.22 15:53
812
ევროკრედიტს ავტოსესხზე განსაკუთრებული პირობები აქვს. ახალი კამპანიის ფარგლებში, ევროკრედიტი ავტოსესხს მომხმარებლებს გაცემის საკომისიოს გარეშე სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის აღებისას მსესხებელი ზუსტად იმ მოცულობის თანხას მიიღებს საბანკო ანგარიშზე, რამდენიც მოითხოვა. შეთავაზების ეს პირობები ვრცელდება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებზე, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ავტოსესხებზე 50%-მდეა.

აქცია ნოემბერში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაცემის საკომისიოს განულებასთან ერთად, ევროკრედიტის ავტოსესხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით და ამავდროულად დამტკიცებულ სესხზე მიიღონ ავტოდაზღვევის 200 ლარამდე ვაუჩერი საჩუქრად.

ევროკრედიტი მიკროსაფინანსო ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ავტოსესხებს ხელსაყრელი პირობებით სთავაზობს.

2021 წელს კომპანიამ დაიწყო ფინტეკ კომპანიად ტრანსფორმაცია და დისტანციური პროდუქტების დანერგვა, შესაბამისად, პირველად საქართველოში, მომხმარებელს ავტოსესხის განმეორებით აღება ან თანხის დამატება დისტანციურად შეუძლია.

ევროკრედიტი - სესხი ბარიერების გარეშე!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები