მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპაში ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას ვეწევით" - ქართული რესტორნის დამფუძნებელი

640261bd14ca9
ნანუკა ნარიმანიძე
04.03.23 01:00
1233
„ქართულ რესტორან SO RE Flingern-ს ყველაზე ხშირად გერმანელები, ქართველები, უკრაინელები და იაპონელები სტუმრობენ,“ - ამის შესახებ რესტორნის დამფუძნებელმა ნათია ტორჩინავამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ SO RE Flingern გერმანულ ბაზარზე 9 თვეა ოპერირებს და ის დიუსელდორფში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„მომხმარებელს ძალიან მოსწონს ჩვენი კერძები და მუდმივი კლიენტები ხდებიან, განსაკუთრებით პოპულარულია ბადრიჯანი, ხინკალი და აჭარული ხაჭაპური“, - ამბობს დამფუძნებელი.

გამოწვევებზე საუბრისას, ნათია ტორჩინავა აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო გამოწვევას გადააწყდა.

“პირველ რიგში, მიწევს ევროპაში ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია, რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელსაც 9 თვეა ამაყად ვასრულებ და ამას აუცილებლად გავაგრძელებ სხვადასხვა ფილიალის გახსნით, ჩემს შემთხვევაში დიდი გამოწვევა იყო ამ ასაკში რესტორნის გახსნა, ვიცოდი, რომ, ფაქტობრივად, რაღაც ეტაპი პირადი ცხოვრების გვერდზე გადადება მომიწევდა. რესტორანი ჩემთვის საკუთარი შვილივითაა, რომლის განვითარების ნაბიჯებს მე თავად ვდგამ”, - ამბობს იგი.

სამომავლოდ, ნათია ტორჩინავას გეგმაში გაფართოება და ახალი ობიექტების გახსნა შედის.

„ამ ეტაპზე გერმანიაში მინდა ახალი ობიექტის გახსნა, სამომავლოდ კი სხვა ქვეყნებზეც ვფიქრობ. ალბათ, მთავარი მიზანი ყოველ წელს ახალი ობიექტის გახსნაა“, - დასძინა მან.

SO RE Flingern 16-მდე ადამიანს ასაქმებს, გაზაფხულისთვის კი ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ტერასის სეზონი იწყება და მეტი თანამშრომელი იქნება საჭირო.

„ჩემი ჯგუფი შედგება: გერმანელებისგან, ქართველებისგან და უკრაინელებისგან. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო კომბინაციაა სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანების ერთ გარემოში თავის მოყრისთვის“ - განმარტავს რესტორნის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები