"ფასთა ინდექსაციის მექანიზმი" სახელმწიფო ტენდერებში
BM.GE
07.02.23 14:58
• 191
სამშენებლო სექტორი სახელმწიფო ტენდერებში ფასთა ინდექსაციის მუხლის გათვალისწინებას ითხოვს. ფასთა ინდექსაცია, როგორც ერთჯერადი ღონისძიება მთავრობამ გასულ წელს რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად გამოიყენა, რაც მხოლოდ 1-ელი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებსა და 1-ელ მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდა. როგორც ბიზნესი ამბობს, რამდენიმე სახელმწიფო ტენდერში უკვე გაჩნდა ინდექსაციის მუხლი, თუმცა კერძო სექტორი ითხოვს, ფასთა ინდექსირების, როგორც გრძელვადიანი მექანიზმის შემოღებას.