მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ინოვაციური ორგანიზაციების წილი მზარდია, რასაც, ახალი რისკებიც მოაქვს"

62e1695bd50a1
BM.GE
27.07.22 22:35
639
სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ფარგლებში ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ინოვაციური ორგანიზაციების წილი მზარდია, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს.

"ამავდროულად, ფინანსური სექტორი მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ყველაზე მეტად რეგულირებად სექტორად რჩება. უფრო მეტიც, რეგულირებას მზარდი ტენდენცია აქვს. შედეგად, თანამედროვე საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ მოცულობითი, ტექნიკური და კომპლექსურია, განსაკუთრებით ახალი ფინანსური სტარტაპებისთვის. ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ისეთ ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყებს ხელს, რომლებიც მოსახლეობისთვის მეტი ინოვაციური სერვისის მიწოდებას და სხვადასხვა ტექნოლოგიური დარგის განვითარებას ემსახურება. აღნიშნულის ფონზე, ფინანსური სექტორის მარეგულირებლებისათვის ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ფინანსურ მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს და ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას. მაგალითისთვის, როგორიცაა „ღია ბანკინგი“, „იცნობდე შენს კლიენტს“ ერთიანი ელექტრონული სისტემები. აღნიშნული საბაზისო ინფრასტრუქტურა, ეროვნული ბანკის რეგულაციების სენდბოქსთან ერთად, ამარტივებს წვდომას ფინტექ-სტარტაპებისთვის, კლიენტების მონაცემებზე და აძლევს მათ საშუალებას უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში დახვეწონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს მოდელები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები