მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალერია თბილისის" ერთ-ერთ ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა

63b4578fc2372
ალა ისპირიანი
03.01.23 20:21
1077
"გალერია თბილისში" ერთ-ერთ ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ Bm.ge -ს "გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, ნინი ადუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შენობაში არაფერი დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. 

"სავაჭრო ცენტრში, მესამე სართულზე, ერთ-ერთ ობიექტზე დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, რის გამოც დაკვამლიანება მოხდა და ავტომატური განგაში ჩაირთო. ამ ეტაპზე შენობა სრულად ევაკუირებულია და ყველა მომხმარებელი შენობიდან უსაფრთხოდ გავიდა. დაშავებული არავინ არ არის.

ცეცხლის კერა ლოკალიზებულია. ახლა კვამლია შენობაში, როდესაც კვამლი გავა შუქი ჩაირთვება. დაზიანებული არაფერი არ არის", - განაცხადა "გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები