მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალერია თბილისმა" ოპერირება შეწყვიტა და მუშაობას 4 იანვარს განაახლებს

63b46fc853177
ალა ისპირიანი
03.01.23 22:07
1671
"შენობაში შეიმჩნევა კვამლის სუნი, ამიტომ სავაჭრო ცენტრი დღეს აღარ გააგრძელებს ოპერირებას", - ამის შესახებ ინფორმაცია "გალერია თბილისის" "ფეისბუქ" გვერდზე დავრცელდა.

მათი ცნობით, სამუშაო საათები 4 იანვარს, 10:00 საათიდან, განახლდება.

"გალერია თბილისში" არსებულ ერთ-ერთ ობიექტში ძლიერი დაკვამლიანების გამო ჩაირთო ავტომატური სახანძრო განგაში, რის გამოც განხორციელდა შენობის სრული ევაკუირება. ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შენობაში შეიმჩნევა კვამლის სუნი სავაჭრო ცენტრი დღეს აღარ გააგრძელებს ოპერირებას. "გალერია თბილისის" სამუშაო საათები განახლდება 4 იანვარს 10:00 საათიდან. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ "გალერია თბილისის" ერთ-ერთ ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც Bm.ge -სთან "გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, ნინი ადუაშვილმა განაცხადა სავაჭრო ცენტრში, მესამე სართულზე, ერთ-ერთ ობიექტზე ცეცხლი დენის სადენებს გაუჩნდა. შენობაში არაფერი დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები