მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამორიცხულია რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეების ბედი აწუხებდეს" - რა უნდა პუტინს?

6463d25bf3f4d
ალა ისპირიანი
16.05.23 23:15
715
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ გადაცემა „წერტილში“ რუსეთთან აღდგენილი ფრენების მნიშვნელოვანზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით გამორიცხულია რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეების ბედი აწუხებდეს.

სანდრო ჭუმბურიძე ამბობს, რომ რუსეთს უბრალოდ კარგად ესმის, რომ საქართველოს დაკარგვით კავკასიას დაკარგავს. 

„საქართველო არასოდეს არ გახდება ის ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიდგომებს და ოკუპაციას შეეგუება, რადგან ახალგაზრდების მოთხოვნაა ევროპა. ევროპა არის ის, რაც ჩვენ შინაგანად, შინაგან კულტურაში გვაქვს. ჩვენ ვართ ევროპელები, უბრალოდ გვინდა იმ სივრცეში დაბრუნება, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა კავშირმა იძულებით და ძალით მოწყვიტა ევროპას.

საზოგადოებას აქვს მინიმალური პოლიტიკური განათლება იმისთვის, რომ მიხვდეს, ეს არის აგდებული დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან.

პრაქტიკულად გამორიცხულია რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეების ბედი აწუხებდეს. ჩვენი მოქალაქეები არ უნდა მოტყუვდნენ იმ ჟესტებით, რა გადაწყვეტილებასაც რუსეთის პრეზიდენტი იღებს. რუსეთს კარგად ესმის, რომ საქართველოს დაკარგვით კავკასიას კარგავენ. საქართველოს კონტროლით ისინი აკონტროლებენ ჩვენს რეგიონს- სომხეთს, აზერბაიჯანს და ასევე „შუა კორიდორს“ - რაც ჩვენთვის და არ მარტო ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები