მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განადგურებულია 12 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, 374 ტანკი და 74 თვითმფრინავი" – ომის მე –18 დღე უკრაინაში

622da9c463404
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.22 12:19
983
უკრაინის გენშტაბი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და ომის მე–18 დღის შედეგებს აჯამებს. მათი ინფორმაციით, ომის დაწყებიდან, ანუ 24 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით, განადგურებულია მტრის 12 ათასზე მეტი სამხედრო, 374 ტანკი, 74 თვითმფრინავი და 86 ვერტმფრენი.

მათივე ცნობით, განადგურებულია, 1226 საბრძოლო ბრონირებული მანქანა, 3 გემი/კატერი, 60 ცისტერნა საწვავ–საპოხი მასალებით, ასევე ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 7 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. გუშინ ღამით განადგურდა უკრაინის დასავლეთში მდებარე ივანო–ფრანსკოვსკის აეროპორტი, ასევე აფეთქებები ისმოდა ლვოვში, რომელიც პოლონეთის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქია უკრაინაში. კიევში საჰაერო განგაშის ხმაც ისმოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები