მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გატარებული რეფორმების და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველო OECD - ის კვლევაში გამორჩეული ქვეყანა იქნება"

63ed0781d6f93
BM.GE
15.02.23 22:49
709
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალურ საქმეთა დირექტორს ანდრიას შაალს შეხვდა. მხარეებმა შეხევდრაზე საქართველოსა და OECD - ის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრა OECD - ის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშეწყობა და ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში.

ეკონომონიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან და მადლობა გადაუხადა ანდრიას შაალს ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის 2025 წლამდე გაგრძელებისთვის. მისი თქმით, საქართველო 2010 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს ამ პროგრამასთან, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის რეფორმის მიმართულებით.

გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მომზადებისას OECD - ისთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის SME Policy Index - ის სამივე რაუნდის (2012, 2016, 2020) შეფასებებში საქართველოში მნიშვნელოვანი წარმატება აჩვენა.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეფასების მეოთხე რაუნდში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, საქართველო კვლავაც გამორჩეული ქვეყანა იქნება მის მიერ გატარებული რეფორმების და განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2023 წელ საქართველოში OECD - ს ევრაზიის კვირეულის ჩატარების საკითხი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი და არაწევრი ქვეყნების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში OECD - ის გენერალური მდივანი ეწვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები