მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაუგებარია რამ გამოიწვია შიში, რომ ჭავჭავაძეზე, რომელიმე სავაჭრო ობიექტთან მოქალაქე ვერ მივა "

5f280f007740d
BM.GE
03.08.20 17:07
1193
გაუგებარია რამ გამოიწვია შიში, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტთან ვერ მივა მოქალაქე, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემის ამოქმედების გავლენაზე საუბრისას თქვა.

საქმე იმაშია, რომ უკვე მესამე დღეა რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირი გაიხსნა და გახსნის დღიდან იქ ე.წ. საცობებია. მოქალაქეები მერიას მკაცრად აკრიტიკებენ.

„ობიექტებს რაც შეეხება, გაუგებარია რითია შიში გამოწვეული. გაქროლებული მანქანიდან მაღაზიაში არავინ შედიოდა, ხოლო პარკირების ადგილას ახლაც შეიძლება გააჩეროს ადამიანმა ავტომანქანა და შევიდეს მაღაზიაში. მეტ ადამიანს ექნება საშუალება, რომ ავტობუსით გადაადგილდეს ჭავჭავაძეზე და ქუჩაზე გადარბენის გარეშე მოხვდეს მაღაზიაში. რითია კითხვა გამოწვეული ჩემთვის გასაოცარია. შეიქმნა უზარმაზარი ტერიტორიები ფეხით სასიარულოდ, ასევე ავტობუსების ისეთი გაჩერებები, რომ ნებისმიერ მაღაზიასთან უპრობლემოდ შეუძლია მივიდეს მოქალაქეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები