მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზელ ფაინენს ჯორჯია“ უკრაინული კომპანიების თანამშრომლებისთვის 1 წლის სახელფასო ხარჯებს დაფარავს

62f284dd922b3
ალა ისპირიანი
09.08.22 20:40
920
"გაზელ ფაინენს ჯორჯია“ უკრაინული კომპანიების, ახლად აყვანილი, თანამშრომლებისთვის 1 წლის სახელფასო ხარჯების დაფარვას გრანტის სახით უზრუნველყოფს", - ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ Bm.ge-სთან განაცხადა. მისი თქმით, ეს იმ კომპანიებს შეეხება, რომლებსაც მიმდინარე ომის გამო უკრაინაში მუშაობის გაგრძელება არ შეუძლიათ და ოპერირება საქართველოდან სურთ.

რაც შეეხება დასაქმებულ კადრებს, ნათია ჯანელიძის თქმით, მათ ძირითადად თავიანთი კადრები მოჰყავთ თუმცა საქართველოს შრომის ბაზარზე დამატებით კადრების დასაქმებაში ისინი ფონდის მხრიდან შეზღუდულები არ არიან.

"საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის უკრაინული კომპანიის მხრიდან აუცილებელი პირობაა დაარეგისტრირონ კომპანია საქართველოში და 25 პროცენტიანი თანამონაწილეობით შემოვიდნენ. კომპანიისთვის დამატებითი მასტიმულირებელია , რომ ადგილობრივი კადრი დაასაქმოს. ფონდი ამ შემთხვევაში, ისევე როგორც უკრაინელი მოქალაქის შემთხვევაში, ერთი წლის სახელფასო ხარჯების დაფარვას გრანტის სახით უზრუნველყოფს. ჩვენი რესურსი იმ კადრების გადმოყვანის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ვინც კომპანიას სურს და სჭირდება. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ კადრებთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფინანსებაში. თუ ამ კომპანიას დამატებითი კადრი საქართველოს შრომის ბაზარზე სურს, რომ დაასაქმოს ამაში შეზღუდვა ჩვენგან არ ექნება", - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.

ინფორმაციისთვის, საინვესტიციო ფონდმა "გაზელ ფაინენს ჯორჯია“ კომპანიებისთვის, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიის დატოვება ესაჭიროებათ, სპეციალური პაკეტის მომზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც Bm.ge-სთან ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, ინვესტორებთან მოლაპარაკებები ახლახან დასრულდა და პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. აღნიშნული პროექტის მიზნებისთვის ინვესტორებიდან 2,5 მილიონ დოლარიანი რესურსის მობილიზება უკვე მოხერხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები