რუსული "გაზპრომი" აცხადებს, რომ "Nord Stream 1"-ის გაზსადენით ევროპის გაზმომარაგება შეიზღუდება. კომპანია მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე შეფერხებულ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის ცნობითვე, სარემონტო სამუშაობის გამო გაზსადენით გერმანიის გაზმომარაგება დღიურად 167 მილიონი კუბური მეტის ნაცვლად 100 მლნ-მდე შემცირდება.
სარემონტო სამუშაოების შეფერხების მიზეზად "გაზპრომი" Siemens-ს ასახელებს, რომელმაც, მათი ინფორმაციით, სარემონტოდ გაგზავნილი აღჭურვილობის დაბრუნება შეაფერხა.
ევროპაში რუსული გაზის ექსპორტისთვის "Nord Stream 1" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაზსადენია.