მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გნომო“ მომხმარებელს ბუნებრივი ნაჭრებისგან შექმნილ საბავშვო გმირების კოსტიუმებს სთავაზობს

607d9c1beb406
მარიამ იზორია
20.04.21 10:15
1058
„გნომო“ - ახალი სტარტაპი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ბუნებრივი ნაჭრებისგან შექმნილ საბავშვო გმირების კოსტიუმებს სთავაზობს. როგორც „გნომოს“ დამფუძნებელი საკო სუხიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, ბრენდი დამფუძნებლებმა პირადი ინვესტიციით შექმნეს და მომხმარებლის დაინტერესება უკვე მოახერხეს.

„ქართულ ბაზარზე საბავშვო კოსტიუმების სიმცირეა, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საქმის წამოწყება. ბრენდის შექმნიდან 3 დღეში შეკერილი 9 კოსტიუმიდან 3 უკვე გავყიდეთ; გამოხმაურება საკმაოდ დიდია, ჩვენი უპირატესობა მაღალი ხარისხი და განსხვავებული ვიზუალია, ყველა კოსტიუმი ხელნაკეთია“, - ამბობს საკო სუხიშვილი.

ადგილობრივი მეწარმეებისგან შეძენილი ნედლეულით კოსტიუმებს 3 ადამიანი ქმნის. „გნომოს“ პროდუქცია ბრენდის „ფეისბუკ“ და „ინსტაგრამ“ გვერდების საშუალებით რეალიზდება და ფასი 150 ლარიდან 230 ლარამდე მერყეობს, რაც სტარტაპის დამფუძნებლის თქმით, "ხარისხის პირდაპირპროპორციულია". კოსტიუმებზე გაქირავების სერვისი არ მოქმედებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბრენდი გაფართოებასა და „გნომოს“ კოსტიუმების საზღვარგარეთ ექსპორტს გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები