მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Gulf Hotels Group-ის საქართველოში შემოსვლა ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის"

624a86f6c3ed7
BM.GE
04.04.22 10:45
742
ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf Hotels Group საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირებას. კერძოდ, Gulf Hotels-მა GINO HOLDING-თან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც თბილისის ზღვაზე, GINO HOLDING-ის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიან სასტუმროს მართვას დაიწყებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოში Gulf Hotels Group-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს, როგორც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო ზრდას.

„ეს ერთი მხრივ დაგვეხმარება ქვეყანაში კიდევ უფრო გავზარდოთ მომსახურების ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტს გავუთანაბროთ, მეორე მხრივ მნიშვნელოვნად განაპირობებს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა საქართველოსთვის სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოახდინოს პოზიციონირება საკუთარი ტურისტული პროდუქტის და ამ ქვეყნებიდან უახლოს მომავალში მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ", - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში აკვაპარკის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი Gulf Aquamarine Hotel-ში 500-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. ადგილობრივი პერსონალი, არასეზონის დროს Gulf Hotels Group-ის სხვა სასტუმროებში შეძლებენ დასაქმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები