მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა ხელოვნება ფინანსურად მომგებიანი გახდეს" - HR SPACE „ხელოვან ქალთა მხარდამჭერი კავშირის“ ჩამოყალიბებას გეგმავს

6499534c1eacf
ნანუკა ნარიმანიძე
02.07.23 23:35
447
საკონსულტაციო კომპანია HR SPACE უახლოეს მომავალში “ხელოვან ქალთა მხარდამჭერი კავშირის” ჩამოყალიბებას გეგმავს, ამის შესახებ HR SPACE-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ირინა გაგოშიძემ გადაცემა “ქალების ნარატივში” ისაუბრა.

“გვინდა ქალებისთვის შევქმნათ პროგრამა და დავეხმაროთ მათ განვითარებაში, ახლა აქტიურად ვმუშაობთ “ხელოვან ქალთა მხარდამჭერი კავშირის” ჩამოყალიბებაზე. გვინდა ხელოვნება გახდეს ფინანსურად მომგებიანი, ერთ-ერთი მიზანია გავიდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ეს ადამიანები კიდევ უფრო თვალსაჩინოები აგხდნენ საერთაშორისო მასშტაბით, ვთვლით, რომ ამ ნაბიჯით ხელს შევუწყობთ ქალბატონებს”, - განმარტა მან.

კომპანიის გეგმებში გაფართოებაც შედის. ირინა გაგოშიძე ამბობს, რომ HR SPACE წლიდან წლამდე რამდენიმე ტიპის ტრენინგებს ატარებთ, რაც თანამშრომელთა გადამზადებას და გაძლიერებას ემსახურება. 

"ამ ეტაპზე კომპანიაში 25-მდე ადამიანია დასაქმებული, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს გავიზარდოთ. შესაბამისად, დავიმატებთ ახალ კადრებს კომპანიაში. გარდა ამისა, ვაპირებთ საზღვრებს გარეთ გასვლას, საერთაშორისო ბაზარზე, პირველი ეტაპისთვის, ჩვენი ძირითადი HR-ის მიმართულებით გამოვჩნდებით”, - აღნიშნა მან.

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების კომპანია HR SPACE საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, კომპანიის უპირატესობაა მომხმარებლის მოთხოვნის, საჭიროების, კორპორატიული/ადამიანური კულტურისა და რესურსის სიღრმისეული შესწავლა ინოვაციური ინსტრუმენტების მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები