მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იგოეთი" ნიგვზიან აჯიკას გამოუშვებს - კომპანიის გეგმები

63d28a79d7c45
ინგა მურუსიძე
26.01.23 19:00
518
სუნელების მწარმოებელი კომპანია „იგოეთი“ აჯიკის წარმოებას იწყებს. როგორც bm.ge-ს “იგოეთის” კომერციული დირექტორი ვაჟა ილურიძე უყვება, ამ ეტაპზე აჯიკის სარეალიზაციოდ გამოსვლის ზუსტი ვადა დაზუსტებული არ არის, თუმცა საწარმო სრულად მზად არის ამისთვის.

„სუნელების მწარმოებელი კომპანია „იგოეთი“ ორი სახის აჯიკას გამოუშვებს. გვექნება ტრადიციული და ნიგვზიანი. ჩვენი აჯიკა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. საბოლოო სახე ახლა მივეცით, შეფუთვაზე დავიწყეთ ზრუნვა და მობილიზებულია მთელი რესურსი, რომ დიდი რაოდენობა გავუშვათ წამოებაზე. ამ ეტაპზე ორი სახეობის აჯიკის გამოშვებას ვგეგმავთ, თუმცა მომავალში სხვა არომატებსაც დავუმატებთ“, - განაცხადა ილურიძემ.

მისივე ინფორმაციით, აჯიკის ნიმუშები უკვე გაგზავნეს ყაზახეთში და ილურიძე დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყნიდან საკმაოდ დიდ შეკვეთას მიიღებენ, ვინაიდან პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

რაც შეეხება კომპანიის სხვა გეგმებს, რომლის განხორციელებასაც 2023 წელს გეგმავს, ვაჟა ილურიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქსელურ მარკეტთან.

„მოთხოვნის შესაბამისად გავაფართოებთ წარმოებასაც. თუმცა წელს ძირითადი გეგმა ექსპორტზე გასვლაა. ნიმუშები გაგზავნილია და ველოდებით შეკვეთებს“, - ამბობს ილურიძე.

კომპანია “იგოეთი” ამ დროისთვის 18 დასახელების სუნელ-სანელებლებს აწარმოებს, საიდანაც 12 დასახელება საკმაზია, დანარჩენი ექვსი კი, ფოთლოვანი სანელებლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები