მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინდოეთში მნიშვნელოვანი შემოსავლის გენერირება დავიწყეთ" - "კერნელი"

6311eeb72e20c
მარიამ იზორია
03.09.22 00:55
1141
ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების ქართული პლატფორმა “კერნელი”, რომელიც მცირე ბიზნესებს ოპერაციების გაციფრულებაში ეხმარება, ინდოეთის ბაზარზე უკვე წარმატებით ოპერირებს.

როგორც „კერნელის“ თანადამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი bm.ge-სთან განმარტავს, სტარტაპისთვის ინდოეთი ახალი ბაზარია და უკვე ამ ქვეყნიდან მნიშვნელოვანი შემოსავლის გენერირება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ „კერნელმა“ ინდოეთში ოპერირებისთვის გაყივდების მენეჯერი, ქოლცენტრის თანამშომრელი და კლიენტის წარმატების სპეციალისტიც აიყვანა.

„ფილიპინებსა და საქართველოში ვოპერირებთ და აქ სტაბილურად ვვითარდებით. ჩვენი ფოკუსი ინდოეთის ბაზარზეა გადართული. ამ ქვეყნის ათვისება საკმაოდ წარმატებულად დავიწყეთ, უკვე მნიშვნელოვან შემოსავალს ვაგენერირებთ.

ინდოეთში აგვისტოში გაყიდვების მენეჯერი, ქოლცენტრის თანამშრომელი და კლიენტების წარმატების სპეციალისტი ავიყვანეთ. ამასთან, სტარტაპს უკვე თვეში ასობით გადამხდელი ყავს. აღსანიშნავია, რომ მაისთან შედარებით ფასებიც გავაორმაგეთ“ - აღნიშნავს ბექა დალაქიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები