მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინტელიექსპრესი" მოლდოვაში ქსელს აფართოებს

61b74bac482cb
BM.GE
14.12.21 09:45
682
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აფართოებს მოლდოვაში არსებულ ქსელს და იწყებს თანამშრომლობას მოლდოვას წამყვან ბანკთან, Moldova Agroindbank (maib). "ინტელიექსპრესის" ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა ბანკის მთელ ქსელში, 200-მდე სერვის ცენტრში, იქნება შესაძლებელი, რაც ბევრად უფრო ხელმისაწვდომს გახდის სისტემის სერვისს მომხმარებლისთვის.

Maib-თან თანამშრომლობის დაწყება "ინტელიექსპრესის" წარმატებული განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. „ინტელიექსპრესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვაში ჩვენი საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და ამავდროულად მომხმარებლებისთვის მოქნილი და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება გრძელვადიანი, საინტერესო და ორმხრივად პროდუქტიული", - განაცხადა "ინტელიექსპრესის" გენერალურმა დირექტორმა დავით თავართქილაძემ.

Maib-ის აღმასრულებელი დირექტორიგიორგი შაგიძე: „ძალიან მოხარულები ვართ "ინტელიექსპრესთან" პარტნიორული ურთიერთობების დაწყებით საერთაშორისო ფულადი გზავნილების სფეროში. აღნიშნული თანამშრომლობით ვაფართოებთ ჩვენი პროდუქტების პორტფელს საერთაშორისო გზავნილების კუთხით. ინტელიექსპრესს აქვს 15 წლიანი გამოცდილება საბერძნეთის, საქართველოს, იტალიის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის და კვიპროსის ბაზარზე, რაც ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებით შესაძლებლობას ისარგებლონ ინტელიექპრესის მომსახურების მაღალი სტანდარტებით. ჩვენი კომპანიების თანამშრომლობით მოხდება საუკეთესო რეგიონული გამოცდილების გაერთიანება, რაც მისცემს maib-ის გუნდს საშუალებას აიყვანოს საკუთარი კლიენტების მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე.“

Moldova Agroindbank (maib)-ი 1991 წელს დაარსდა და დღეს ყველაზე დიდი კომერციული ბანკია მოლდოვაში. მას 70 ფილიალი, 115 აგენტი, 2000-ზე მეტი თანამშრომელი და მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აგრეთვე, maib-ი მოლდოვაში მოწინავე ბანკია ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებითაც და მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ახალ საერთაშორისო სტანდარტის სერვისებს.

"ინტელიექსპრესი" მოლდოვაში 2007 წლიდან ოპერირებს. თანამშრომლობს 4 ბანკთან, მოლდოვას ფოსტასთან და ადგილობრივ ელექტრონულ საფულესთან, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სრულ დაფარვას. მოლდოვა ძირითადად ფულადი გზავნილების მიმღები ქვეყანაა. ინტელექსპრესის სისტემით მოლდოვაში აქტიურად ხორციელდება ფულადი გზავნილები დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, იტალიიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან. ჩამოთვლილ ქვეყნებში ინტელიექსპრესი პირდაპირ, საკუთარი ფილიალებითა და პარტნიორი ბანკების ქსელის
დახმარებითაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ maib-სა და "ინტელიექსპრესის" პარტნიორობის ფარგლებში, მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა სამუშაო შეხვედრა maib- ის ქსელის 400-მდე თანამშრომელთან, რომლის ფარგლებში მათ დეტალურად გააცნეს ინტელიექსპრესის სისტემის მუშაობის სპეციფიკა და არსებული სერვისების უპირატესობები.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები