მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იუჯი სკოლა": კერძო სკოლაზე მოთხოვნა გაიზარდა

615b1845a5f58
თათია ჩაფიჩაძე
05.10.21 00:00
2040
"იუჯი სკოლის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თინათინ თოფურიას ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, კერძო სკოლებზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც მისი შეფასებით, ონლაინ სწავლების პირობებში კერძო სკოლების უპირატესობამ განაპირობა.

რაც შეეხება ფასებს, როგორც bm.ge-თან საუბრისას თოფურიამ აღნიშნა, ინფლაციის გათვალისწინებით ფასი საშუალოდ 10%-ით არის მომატებული.

„რადგან ქვეყანაში კრიზისია, მოლოდინი გვქონდა რომ მოსწავლეები დატოვებდნენ სკოლას და გადინება მაღალი იქნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, საპირისპირო მოხდა. წელს და შარშან სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა. პანდემიის დროს სასიკეთო პროცესი ის იყო, რომ ძალიან ნათელი გახდა რას ვაკეთებთ კერძო სკოლები, დაფასდა მუშაობა და ის პირობები, რაც მოსწავლეებს კერძო სკოლებში აქვთ. ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ამის მიღების საშუალება და ამისთვის აუცილებელია განათლებაში დიდი ფული ჩაიდოს ან სახელმწიფოს ან კერძო სექტორის მხრიდან.

ფასების მხრივ თავდაპირველად გვინდოდა მშობლებისთვის დაგვებრუნებინა კვების, კლუბის თანხა, რა სერვისსაც აღარ ვაწვდიდით, მაგრამ სკოლის მთელი პრინციპი ადამიანებშია, ადამიანურ მომსახურებას გასცემ და თუკი მათ არ შევინარჩუნებდით, პანდემიის შემდეგ ის სკოლა აღარ იქნებოდა, ამიტომ ყველა შევინარჩუნეთ და ხარჯები არ შეგვიცვლია. პირიქით ლარის კურსის გამო ყველაფერი გაძვირდა და შესაბამისად მოგვიწია ფასების მატება. რასაც 4 წლის წინ იხდიდა მშობელი, ის დღეს ხარჯების დასაფარადაც აღარ არის საკმარისი, ამიტომ დაახლოებით 10%-იანი ზრდა გვაქვს. პირველ კლასელები შარშან 8000 ლარად მივიღეთ, წელს 9000-ად. რაც შეეხება ძველ მშობლებს მათ ხელშეკრულების მიხედვით წლიური გადასახადი 500-1000 ლარით გაეზარდათ.“ - განაცხადა თოფურიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები