მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯიმშერი" აშშ-ის და ევროპის ბაზრებზე შევიდა

61cb13278e172
მარიამ იზორია
29.12.21 09:00
1045
პირველი ქართული ვისკის მწარმოებელი ბრენდი “ჯიმშერი” წელს აშშ-ის და ევროპის ბაზრებზე შევიდა.

როგორც “ჯიმშერის” დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ bm.ge-სთან აღნიშნა, კომპანია ამერიკის ბაზარზე უკვე აქტიურად ოპერირებს.

აღსანიშნავია, რომ ბრენდს ახალი პროდუქტიც აქვს. მიმდინარე წელს “ჯიმშერმა” პრემიალურ სეგმენტზე გათვლილი სამ კასრში დავარგებული ვისკი “ჯიმშერ ტრიოს” წარმოებაც დაიწყო.

“პანდემიის მიუხედავად, დისტილერია და ვისკის დავარგება დავიწყეთ, ეს მოგვცემს მარაგების შექმნის საშუალებას; გამოვუშვით ახალი, პრემიალურ სეგმენტზე გათვილი სასმელი “ჯიმშერ ტრიო”. შევედით ამერიკისა და ევროპის ბაზრებზეც, ამერიკის ბაზარზე შესვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ოპერირებას უკვე აქტიურად ვიწყებთ”, - აღნიშნავს ჯიმი ჩხაიძე.

ინფორმაციისთვის: ჯიმშერი” პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი” ბრენდ “ქართველში” ერთიანდება. “ქართველი” გარდა ვისკისა, კონიაკისა და ღვინის ბრენდებსაც ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები