მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კადრების დეფიციტია... ბოლო 1 წელში ფაბრიკიდან უცხოეთში სამუშაოდ 35 ქალი წავიდა" - სამკერვალო "იმერი"

62a87e6216f2d
მარიამ იზორია
18.06.22 12:18
4488
ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერის“ კომერციული დირექტორი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ კომპანიაში კვლავ კადრების დეფიციტია. ამის მიზეზად კომპანიის წარმომადგენელი ადამიანების უცხოეთში სამუშაოდ წასვლას ასახელებს.

ზაზა გვენეტაძის განმარტებით, იმ საერთაშორისო ბრენდებს, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს, შეკვეთების მოცულობების გაზრდის სურვილი აქვთ, თუმცა არასაკმარისი კადრების გამო „იმერი“ დამატებითი შეკვეთების მიღებას ვერ ახერხებს.

„იმერის“ კომერციული დირექტორის თქმით, ამ დროისთვის 100 ადამიანის დასაქმება შეუძლიათ.

„კადრების დეფიციტი გვაქვს. ახლა 100 ადამიანის დასაქმება შეგვიძლია, ამის ყველა პირობა გვაქვს, მათ შორის გადამზადებასაც ვთავაზობთ. კონტრაქტებს აღარ ვღებულობთ, ყოველ 6 თვეში, როდესაც ბრენდებთან შეთანხმებებს ვდებთ, გვეუბნებიან, რომ რაოდენობის გაზრდა სურთ. ეს ხვალიდანვე შემიძლია, მაგრამ საკმარისი პერსონალი არ მყავს. ახლა, მაგალითად, გერმანულ ბრენდ „ლებეკს“ 8000 პალტოს რომ ვუკერავთ, რაოდენობის 10 000-მდე გაზრდას გვთხოვენ, მაგრამ ვერ ვზრდით.

საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს. იმერეთიდან გუშინ უცხოეთში სამუშაოდ 7 ქალი წავიდა, ჩვენი ფაბრიკიდან კი ბოლო 1 წლის განმავლობაში უცხოეთში 35-მდე ქალი. ჩვენთან ხელფასი შემოსავლის 80%-ია, ეს დიდი რიცხვია... მომატების საშუალება არ გვაქვს“, - ამბობს ზაზა გვენეტაძე.

ცნობისთვის: „იმერი“ ამ დროისთვის 330 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები