მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კალიების გავრცელების არეალი გაფართოვდა"- რა საპრევენციო ღონისძიებებს ატარებს სამინისტრო?

630335ca621d4
მარიამ იზორია
22.08.22 12:22
707
„კალიების საწინააღმდეგოდ 150 000 ჰექტარზე მონიტორინგი განვახორციელეთ, მიმდინარე წელს 93 000 ჰექტარია დამუშავებული“ - ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა განუცხადა.

მისი თქმით, კალიების გავრცელების არეალი გაფართოვდა და ის უკვე კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისის შემოგარენში გვხვდება. რაც შეეხება ზიანს, საქართველოში გავრცელებულ იტალიურ და მაროკოულ კალიებს ზიანი მთლიანად მწვანე მასაზე, განსაკუთრებით კი საზამთროზე, ზეთისხილზე, ნუშზე აქვს.

„წლებია კალიების საწინააღმდეგო ღონისძიება ხორციელდება. ამჯერად არელი გაფართოვდა და კალია კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისის შემოგარენში გვხვდება. ამ დროისთვის 150 000 ჰექტარზე მონიტორგინგი განვახორციელთ, მიმდინარე წელს კი 93 000 ჰექტარია დამუშავებული.

ამ მავნებლებს შეუძლია 80-100 %-მდე მოსავალი გაანადგუროს. ამას ემსახურება ღონისძიებები, ერთგვარი პრევენციაა, რათა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება არ მოხდეს. პრეპარატები, რომლებსაც ვიყენებთ მავნებლებზე ტოქსიკურად მოქმედებს და მათ განადგურებას იწვევს“, - აღნიშნავს მესხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები