მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო ინვესტორმა ობიექტი უნდა ააშენოს და სახელმწიფო ხალხს ესაუბროს" - ზურაბ ლალაზაშვილი

63f7d5663ce59
ალა ისპირიანი
24.02.23 01:00
807
„არასწორი იქნება სახელმწიფომ რაიმე ობიექტში ფული დააბანდოს“ - ამის შესახებ BDO საქართველოს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ საქმის კურსში“ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

მან განმარტა, რომ ობიექტი კერძო ინვესტორმა უნდა ააშენოს და სახელმწიფო გარანტორი იყოს, მაგალითად საპროტესტო მუხტის შემთხვევაში, ხალხს ესაუბრებოდეს.

„ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური და ანაკლიის პორტი ვერ დაიწყო. ჰესებთან დაკავშირებით ვნახეთ გამოსვლები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მართული ვერ იქნა და ჩაიშალა პროექტი, საბოლოოდ ეს ქვეყნისთვისაა ცუდი. კარგი ხარისხით აშენებული ჰესი არ მგონია რაიმე ზიანის მომტანი იყოს. ჰესებს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ვხედავთ და არ ხდება ასე რომ კატასტროფა მოეტანოს.

სწორია, რომელიმე ობიექტი კერძო ინვესტორმა ააშენოს და სახელმწიფო შეიძლება გარანტორი იყოს და დაეხმაროს იმაში, რომ საპროტესტო მუხტი თუ იქნება ხალხთან საუბარი მოხდეს. შეიძლება შეიქმნას ფონდი რომელიც იმ რეგიონს განვითარებაში დაეხმარება. შეიძლება რაღაც ტიპის აქციების გამოშვება მოხდეს და ბევრი სხვა ფორმით შეიძლება იყოს სახელმწიფო ჩართული, მაგრამ ასეთ ობიექტებში თვითონ სახელმწიფომ, რომ მიიღოს აქტიური მონაწილეობა და ფული დააბანდოს მიმაჩნია, რომ არასწორია“, - განაცხადა  ზურაბ ლალაზაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჩავარდნილ პროექტებს.

„თუ მნიშვნელოვანი პროექტია და სახელმწიფოს ინვესტორის წინაშე აქვს ვალდებულება ყველაფერი უნდა გაკეთოს იმისთვის, რომ ეს პროექტი საბოლოოდ შედგეს, რადგან თითოეული ჩავარდნილი პროექტი დავას წარმოშობს და წაგების შემთხვევაში ქვეყანას როგორც ფინანსურად ასევე რეპუტაციულად ურტყამს. ეს ქვეყანას უფრო ურთულებს ისეთ ინვესტორებთან საუბარს, ვინც მართლა შეიძლება შემოიტანოს ცოდნა, ტექნოლოგიები. განვითარება და ა.შ“, - ამბობს იგი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ვინ დაინტერესდება ანაკლიის პორტის პროექტით საბოლოოდ ივლისის შუა რიცხვებში უნდა გაირკვეს. მთავრობა იმედოვნებს, რომ კერძო პარტნიორის შერჩევა წელსვე დასრულდება, თუმცა დაანონსდა, რომ წელსვე ინვესტორის საბოლოოდ შერჩევამდე, პორტის სამშენებლო სამუშაოებს თავად სახელმწიფო დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები