მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კლინიკებს პაციენტის მიღებაზე უარის თქმის უფლება აღარ აქვთ, თუ ადგილი უფიქსირდებათ"

63610c4ce90ea
ინგა მურუსიძე
01.11.22 16:08
757
ყველა პაციენტის მდგომარეობას დავაკვირდებით, რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში იქნება სერიოზული ჯარიმები და სანქციები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილე დღეს ამოქმედებული რეგულაციის შესახებ ვრცლად საუბრობს და განმარტავს, თუ როგორი იქნება DRG-მეთოდი პრაქტიკაში.

„ნებისმიერ გადახდის მოდელს თან ახლავს რისკები. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული DRG-სთან დაკავშირებული რისკები, თუმცაღა მინდა გითხრათ, რომ ეს მოდელი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულია დაახლოებით 40 წელზე მეტია და ყველა ის რისკი, რომელიც ამ მოდელს ახლავს შესწავლილია. ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო გამოცდილებით, გვყავს საერთაშორისო ექსპერტები და რისკებიც კარგად გვაქვს გააზრებული. ყველაზე დიდი რისკი, რაც DRG-მოდელს ახლავს თან, არის ის, რომ კლინიკებს აქვს მოტივაცია, რომ პაციენტები ვადაზე ადრე გაწერონ. ამ შემთხვევაში ჩვენ აქტიურად ვიქნებით მონიტორინგში ჩართული და ყველა პაციენტის მდგომარეობას შემდგომ პერსპექტივაში დავაკვირდებით.

რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში იქნება სერიოზული ჯარიმები და სანქციები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კარგად მოხდეს რეფერალის მართვა. ასევე დავაკვირდებით, რომ მარტივ და რთულ პაციენტებს შორის კლინიკებმა არ დაიწყონ არჩევა. კლინიკებს გავუზიარეთ, რომ დამატებით, დღეიდან, გამოცემულია ბრძანება, რომლის მიხედვითაც, კლინიკებს არ აქვთ უფლება პაციენტის მიღებაზე უარი თქვან, თუკი ელექტრონულად აქვთ მითითებული, რომ კლინიკაში ადგილი აქვს. ამ შემთხვევაშიც სერიოზული სანქციებია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი განმარტებით, გადახდის ახალი მეთოდის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან კლინიკებს.

ინფორმაციისთვის, დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გადახდის ახალი მეთოდი ამოქმედდა. DRG-სისტემის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები