მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა" საქართველოში 30 წლის გახდა - კომპანიის ზომა რიცხვებში

649f0c3690699
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.23 21:17
1871

30 წლის წინ, 1993 წლის 30 ივნისს, საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა “კოკა-კოლა”, რაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდის შემოსვლის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო.

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” დღეს საქართველოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებებს ყოველწლიურად ასაჯაროებს. ამჟამად გამოქვეყნებულია კომპანიის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება კომლის მიხედვითაც, კოკა-კოლამ რეკორდული მოცულობის 283.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2021 წელს 31 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შესახებ

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გაზიანი სასმელებისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს – კონცენტრატებსა და სასმელებს Coca-Cola Company-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს. პირველ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება. ამასთან, გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში.

„2021 წლის შედეგებით გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე (კარბონირებული გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყალი, მინერალური გაზიანი წყალი, ცივი ჩაი, ცივი ყავა, წვენები, ენერგეტიკული სასმელები) კომპანიას ბაზრის 35% უკავია და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე,“- ნათქვამია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 2021 წლის ანგარიშში.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქტივების ჯამური ღირებულება 323 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის 87.47%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა.

2020 წლიდან კომპანიის ყველა საწარმოო ხაზი ნატახტარში მდებარე ახალ საწარმოში გადავიდა, რისთვისაც კომპანიამ გერმანიის საინვესტიციო კორპორაციისგან (DEG), 18 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები