მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომერციული ვაქცინების მობილიზებას ზაფხულამდე მაინც მოვახერხებთ“ - ქავთარაძე

60842369662b4
თელარა გელანტია
24.04.21 18:30
1126
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში კომპანია „გეფა“ კომერციული ვაქცინების შეძენის მიზნით მწარმოებლებთან მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული. ამის შესახებ "ევექსი ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძემ #BMGFRIVE-ში სტუმრობისას ისაუბრა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ვაქცინების კომერციულად შესყიდვა დღეს ძალიან რთულია.

„ეს რთული საკითხია; ვაქცინების შესყიდვის ნაწილში დღეს ისეთი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე, მითუმეტეს, როდესაც სახელმწიფოები გიწევენ კონკურენციას, ძალიან რთულია ვაქცინის შემოტანის ვადებზე საუბარი, თუმცა ვფიქრობთ, კომერციული ვაქცინების გარკვეული დოზის მობილიზებას ზაფხულამდე მაინც მოვახერხებთ“, - განაცხადა ეკატერინე ქავთარაძემ.



24 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 36 056 მოქალაქეა აცრილი.
ინფორმაციას NCDC აქვეყნებს. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად შეგიძლიათ ეწვიოთ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკეთ ნომერზე 1522.

შეგახსენებთ: ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. საქართველო, ჯერჯერობით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები