მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრწანისი რესორტ რეზიდენსის" 60% მშენებლობის დაწყებამდე გაიყიდა”

60acd965d631a
ლიკა გურაბანიძე
26.05.21 09:45
1210
"კრწანისი რესორტ რეზიდენსის" მეოთხე ფაზის 60%, პროექტის მშენებლობის დაწყებამდე გაიყიდა”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” "კრწანისი რესორტ რეზიდენსის" მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ჯუბა ყურაშვილმა განაცხადა.

როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, ახალი ფაზის პროექტის 2-3 სართული უკვე აშენებულია.

“ყიდვის მსურველები, არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც არიან. ზოგიერთი მათგანი თავისთვის ყიდულობს აპარტამენტს, ხოლო ზოგიერთი - საინვესტიციოდ. ჩვენს კომპლექსს რესორტის ფუნქცია ექნება, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი დასასვენებელ სივრცეში თავს, როგორც თავის სახლში ისე იგრძნობს და მათი შვილები ჯანსაღ გარემოში გაიზრდებიან", - ამბობს ყურაშვილი.

მისივე თქმით, პროექტზე ძალინ დიდი მოთხოვნაა და მისი სტაბილურობის გარანტი, სხვა გარანტიებთან ერთად, სწორედ ესაა.

“ჩვენი პარტნიორი თიბისი ბანკია და ესეც ფინანსური გარანტიის ნიშანია; ასევე გარანტორია ისიც, რომ 8 ჰექტარი წარმატებულად გვაქვს განხორციელებული. ჩვენ მსხვილი დამსაქმებლებიც ვართ. პროექტი, ჯამში, ასობით ქვეკონტრაქტორი კომპანიის დასაქმებას მოიცავს, რაც თავისთავად ათასობით ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს”, - აღნიშნა ჯუბა ყურაშვილმა.

ცნობისთვის: საცხოვრებელი კომპლექსის “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის პროექტი გაიხსნა და კაფსულაც ჩაიდო. პროექტის ჯამური ინვესტიციაც 200 მლნ დოლარია. “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ერთიან პროექტში 70% რეკრეაციული ზონისთვის არის გამოყოფილი, აქ საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველო ბილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა.

მთლიანი პროექტი 20 ჰექტარზე განთავსდება. ამჟამად მიმდინარეობს 12 ჰექტარზე განაშენიანება, ხოლო 8 (სამი ფაზა) უკვე დასრულებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები