მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლუსტრაციის კანონი გვჭირდება, ხალხმა უნდა იცოდეს რომელი პოლიტიკოსია მოღალატე" - ირაკლი კუპრაძე

6412ef06ee216
გიგა ბენია
17.03.23 01:00
1248
"საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება აუცილებელია" , - ამის შესახებ "ლელო-საქართველოსთვის" წევრი, ირაკლი კუპრაძე BMG-თან აცხადებს. როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, საზოგადოებამ ნებისმიერი პოლიტიკოსის შესახებ, რომლებსაც კომუნისტურ წყობასთან ჰქონდათ შეხება, ინფორმაცია უნდა მიიღოს.

"არ უნდა არსებობდეს პოლიტიკოსი, რომელზეც არ ეცოდინება საქართველოს მოქალაქეს, რომ ადამიანი, რომელიც თითქოს საქართველოს მომავალზე, საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს, უცხო სხეულია. ის თანამშრომლობდა ან თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან და არის მოღალატე. რა თქმა უნდა, ლუსტრაციის კანონი რისკებსაც შეიცავს, მათ შორის, არქივის გახსნის მიმართულებით, თუმცა ლუსტრაცია აუცილებელია", -აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

აღსანიშნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ "ლელო-საქართველოსთვის" გასულ წელს პარლამენტში "ლუსტრაციის კანონი" დაარეგისტრირა. მისი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

"ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც მსგავსი ადამიანებითაა გაჯერებული და პირდაპირ შეეხებათ ლუსტრაციის კანონი, მის მისაღებად მზად არ არის. ამ ყველაფერს ისეთი პოლიტიკური ერთობა სჭირდება, რომელიც ლუსტრაციისთვის მზად იქნება და არ შეეშინდება, თვითონ არ იყოს მოღალატე", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები