მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაჩვენებლები იმატებს" - 749 მძიმე პაციენტიდან 340 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

5faf8381d6816
ინგა მურუსიძე
14.11.20 11:11
764
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირების შემთხვევა არის 17 289 და მათგან მძიმე პაციენტი არის 749.

მისივე თქმით, მძიმე პაციენტებიდან თბილისში არის - 375, აჭარაში - 121, იმერეთში - 162.

„ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 88, იმერეთში - 30. 3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 282 - იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 425 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -418, აჭარაში-1 309, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 897 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი, აჭარაში - 18 460, იმერეთში - 4 921“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

14 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 76658
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 58674
მათ შორის გარდაცვლილი - 669
კარანტინის რეჟიმში - 2425
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5355
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3361
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები