მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგალითად, ჩამოვიდა ტურისტი და მას არ აქვს კოვიდ-დაზღვევა" - ტუროპერატორების კითხვები მთავრობას

60217ed752d81
ანუკა ჯოხაძე
08.02.21 22:47
1028
ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის შეთავაზების საკითხი გასულ კვირას ტუროპერატორების მხრიდან ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისასაც დაისვა. როგორც დღეს კერძო სექტორი ამბობს, საკითხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რომლის პასუხსაც ელოდებიან.

როგორც ისინი ამბობენ, მთავარი პრობლემა კოვიდ-დაზღვევის პაკეტის არარსებობაა ქვეყანაში, რომელიც როგორც გამყვანი, ისე შემომყვანი ტურიზმის შემთხვევაში ერთგვარი დაბრკოლებაა.

ტურისტული კომპანია DISCOVER GEORGIA-ს დამფუძნებელი ნინო კეკელიძე BM.GE-თან ამბობს, რომ დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა საკითხი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ტურისტი საქართველოში დაინფიცირდება და მას მკურნალობის თანხები არ ექნება.

“შემომყვანი ტურიზმის შემთხვევაში ბევრი ბუნდოვანებაა. მაგალითად, ჩამოვიდა საქართველოში ტურისტი და მას არ აქვს კოვიდ-დაზღვევა. ტუროპერატორები კი ვუფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც შეტანილია პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში დაინფიცირდება, თვითონ უნდა გაიღოს მკურნალობის ხარჯები, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ მას შესაბამისი თანხები არ გააჩნია? ყველამ ვიცით, რომ მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. აქ უკვე დიდი კითხვის ნიშანია. ეს საკითხი დავსვით ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე და პასუხს ველოდებით უახლოეს პერიოდში", - აცხადებს DISCOVER GEORGIA-ს დამფუძნებელი ნინო კეკელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები