მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მცირე მწარმოებლები გლობალურ ბაზარზე ფერო-სილიკონ-მანგანუმზე ფასების ზრდამ გადაარჩინა"

60673d7ac913c
სალომე მეცხვარიშვილი
02.04.21 22:30
1002
მცირე მწარმოებლები გლობალურ ბაზარზე ფერო-სილიკონ-მანგანუმზე ფასების ზრდამ გადაარჩინა - ამის შესახებ bm.ge-სთან “ფეროშენადნობთა ასოციაციის” დირექტორი ნუგზარ კევლიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში ელექტროენერგიაზე ფასების ზრდამ სექტორს სერიოზული დარტყმა მიაყენა და რომ არა საერთაშორისო ბაზარზე ფერო-სილიკონ-მანგანუმზე ფასების ზრდა, მცირე მწარმოებლები კრიზისიდან ვერ გამოვიდოდნენ.

ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ ფერო-სილიკონ-მანგანუმზე ფასები ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებელს გადასცდა და ტონაზე 1 340 დოლარს მიუახლოვდა. მისივე თქმით, გასული წლიდან პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რამაც ადგილობრივ მწარმოებლებს პანდემიის მიუხედავად, გაფართოების მოტივაცია მისცა.

“ჩვენს დარგში გასულ წელსაც გაიხსნა საშუალო ზომის საწარმო რუსთავში და 2.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ერთი საწარმოს გაფართოებაა მოსალოდნელი რუსთავში წელსაც, ასევე ქუთაისში გაიხსნება საკმაოდ დიდი საწარმო, რომელშიც დაახლოებით 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდა გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ დარგი ისევ პერსპექტიული იქნება”, - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები