მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მცირეა ალბათობა, ვაშლიჯვრის ფერდიდან დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს"

6065d83eb8ad8
ელენე გოგბერაშვილი
01.04.21 18:35
746
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რომელთაც ინფორმაციის გავრცელების პირველივე დღიდან დაიწყეს მაჭავარიანის ქუჩაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგი, ჩატარებული კვლევის საფუძველზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებენ.

დოკუმენტის მიხედვით, სპეციალისტები გეოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევების საფუძველზე ასკვნიან, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია. ამის გამომწვევი მიზეზი კი მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოვება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოებია. 

იქიდან გამომდინარე, რომ მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, მოწყვეტის შემთხვევაში დიდი ალბათობაა დანაწევრებული მასა დაიძრას.

"ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისიწნებელია.

ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა"-წერია ანგარიშში.

რაც შეეხება მეწყრის პარამეტრებს, დოკუმენტის მიხედვით, ხილული ფართობი 50 000 კვადრატული მეტრია, სავარაუდო სიღრმე კი 9-18 მეტრი. დაძრული მეწყრული სხეულის სავარაუდო ხილული მოცულობა კი 800 000 კუბურ მეტრს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები