მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით განსაზღვრული მომსახურება, ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებს უფრო გაამარტივებს"

639c8df1d7df6
BM.GE
16.12.22 19:30
663
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონზე ისაუბრა.

„მეწარმე სუბიექტებისთვის დავნერგეთ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით განსაზღვრული მომსახურება. შემუშავდა და დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოების სტანდარტული წესდებები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს რეგისტრაციის წესებს“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ახალი კანონმდებლობის ფარგლებში შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო დოკუმენტები.

მინისტრის საათის ფარგლებში რატი ბრეგაძემ ბიზნეს სუბიექტებს მოუწოდა ხელახალი სარეგისტრაციო პროცედურების დროულად გავლისკენ.

2022 წლის 1 იანვრიდან სულ დარეგისტრირდა 78 ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტი.

იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა არაერთხელ გამართეს შეხვედრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრები და კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები