მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიგრაციას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე პოზიტიური შედეგი ექნება" - ოთარ ნადარაია

62377c21be461
სალომე ჭიპაშვილი
21.03.22 00:05
1129
თიბისის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას შეფასებით, მიგრაციული პროცესების გააქტიურება რეგიონში გარდაუვალია. რუსეთ-უკრაინის ომის გამო გააქტიურებულ მიგრაციასა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ამ პროცესის გავლენაზე ეკონომისტმა გადაცემა „Forbes კვირაში“ დეტალურად ისაუბრა.

ეკონომისტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე პროგნოზების გაკეთებას რთულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიგრაციის პროცესები გააქტიურებულია და ამ კატეგორიას თუ ტურიზმში შევიყვანთ, მაშინ ეს კონპონენტი ტურიზმის შემცირებას დააბალანსებს.

„რისკების გათვალისწინებით, რაც ამ მიგრაციას ახლავს, უკრაინის ომის შედეგად გააქტიურებულ მიგრაციის პროცესს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე პოზიტიური შედეგები ექნება. მაგალითად დისტანციური მუშაობის კუთხით მეტი პოტენციალი გვაქვს, მიგრაციის გააქტიურების ფონზე კი ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

მისივე თქმით, უკრაინის მოვლენების შემდეგ „თიბისის“ საბარათე სისტემებზე დაკვირვებით, რომელიც უცხო ქვეყნებსა და კომპანიებში დისტანციურად დასაქმებულების მიხედვით იქნა დათვლილი, "საქართველოში გაწეული საბარათე ხარჯები გაზრდილია და თვეში 20 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მატერიალური თანხაა. ტურიზმის აღგდენის ტემპის შემცირებასთან მიმართებით თებერვლის ბოლოს, მარტის განმავლობაში რაც გვქონდა, მოსალოდნელი შემცირება ამ ფაქტორით დაბალანსდა. ამ კატეგორიასაც თუ შევიყვანთ ტურიზმში, გამოვა რომ ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა", - განმარტა ოთარ ნადარაიამ.

ეკონომისტმა ისიც დააანონსა, რომ ამ მიგრაციის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა მზად უნდა იყოს ერთის მხრივ შესაძლებლობების გამოყენებისთვის, რათა უფროო მეტი გაკეთდეს რეგიონის განვითარებისათვის, მეორე მხრივ კი უნდა წახალისდეს კერძო სექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები