მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მილოუკი ბაქსმა'' სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა

64005c58c414b
ირაკლი მოდებაძე
02.03.23 12:25
1250
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი "მილუოკი ბაქსში'' აღარ ითამაშებს. მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს და სანდრო უგუნდოდ დარჩა. ESPN-ის ჟურნალისტის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, მილუოკი სანდრო მამუკელაშვილს ახალი გუნდის პოვნაშიც ეხმარება.

სანდრო მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში თამაშობდა, რის შემდეგაც დრაფტიდან "მილუოკი ბაქსის'' რიგებში მოხვდა და იქ ორ სეზონში 65 მატჩი ჩაატარა. მილუოკიში სანდროს შეზღუდული დრო ჰქონდა და მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზიც ეს იყო.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს სანდრო მამუკელაშვილი კარიერას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები