მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინდა შევაჯამო, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში" - შარვაშიძე თსუ-რექტორობის პერიოდს აფასებს

63d0ff681f39d
BM.GE
25.01.23 14:10
532
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გია შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ის დღეს დიპლომატის რანგში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. 

შარვაშიძე სოციალურ ქსელში მის მიერ გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"სულ რამდენიმე დღეში შევუდგები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შესრულებას სომხეთის რესპუბლიკაში.
მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, სტუდენტებს, პროფესორებს განვლილი 6 წლისათვის. უამრავი რამ გაკეთდა, გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია.

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ჩვენი უნივერსიტეტის ხილვადობა და რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე და თსუ ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის განუყოფელი ნაწილი გახდა.

მინდა მოკლედ შევაჯამო თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში:

- 2017 წელს გაიხსნა 320 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე საერთო საცხოვრებელი ლისზე;
- 2017 წელს, პირველად სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების ისტორიაში, თსუ-მ 801+ ადგილი დაიკავა თაიმსის (THE) რანჟირებაში
- 2020 წელს, პირველად სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების ისტორიაში, თსუ-მ U.S.News World Report-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში 322-ე ადგილი დაიკავა
- 2021 წელს, პირველად სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების ისტორიაში, თსუ-მ QS World University Rankings რანჟირებაში 601+ ადგილი დაიკავა: shorturl.at/cGPW7
- 2022 წელს თსუ-მ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) ინსტიტუციური შეფასება გაიარა
- 2020-2021 წელს 2017 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე თსუ-მ 52%-ით მეტი სტუდენტი მიიღო და კვლავ გახდა რეგიონში უდიდესი უნივერსიტეტი;
- შიდა რესურსების მობილიზებით 47%-ით გაიზარდა თსუ-ს ბიუჯეტი მაშინ, როდესაც არ შეცვლილა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი;
- საშუალოდ 20%-მდე გაიზარდა პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ანაზღაურება;
- 2019 წელს ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყნებს შორის პირველად საქართველოში, თსუ-ს ბაზაზე გაიხსნა ევროპის აკადემიის (AE) რეგიონული ჰაბი
- 2021 წელს თსუ-ში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული ცენტრი დაფუძნდა: shorturl.at/jJO14
- თსუ გახდა ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ასოციაციის (UNICA) და კომპოსტელას ჯგუფის წევრი;
- ამ პერიოდში თსუ მონაწილეობდა 418 ერაზმუსის პროექტში 29 ქვეყნის 150 პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად;
- საქართველო 24-ე ქვეყანაა მსოფლიოში (მესამე ევროპაში), სადაც თსუ-ს ბაზაზე ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების (ACS) სრული წარმომადგენლობა გაიხსნა
- ფუნქიონირებს 24 უცხოენოვანი პროგრამა; პროგრამებს გავლილი აქვთ საერთაშორისო აკრედიტაციები (ABET, ACS, FIBAA); მედიცინის ფაკულტეტის პროგრამებს მიღებული აქვთ აკრედიტაცია WFME-ის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით;
- ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სტუდენტური სპორტის პრიორიტეტული განვითარების შედეგად:
- თსუ-ში ალპინიადების საუკუნოვანი ტრადიცია აღდგა;
- თსუ-ს საკალათბურთო გუნდი კვლავ წარმატებით ასპარეზობს საქართველოს სუპერლიგაში.
- თსუ-ს ფუტსალის გუნდმა საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად, საერთაშორისო ასპარეზზეც მაღალ შედეგებს მიაღწია;
- გაიხსნა კროსფიტის და კალათბურთის დარბაზები.
- საქართველოს რაგბის კავშირისა და თსუ-ს თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა, რომ მაღლივის მიმდებარედ აშენდება 2 ულტრათანამედროვე სტადიონი ხელოვნური და ბუნებრივი საფარით
- აღვადგინეთ ლიტერატურული ჟურნალი „პირველი სხივი“ და უკვე გამოიცა 3 კრებული
- 16 წლიანი პაუზის შემდეგ კლუბმა „93-ე აუდიტორია“ განაახლა ფუნქციონირება
- რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50 000 კვ.მ სასწავლო და ლაბორატორიულ-კვლევით ფართს. მათ შორის მოხდა თსუ II კორპუსის სრული რეაბილიტაცია / რესტავრაცია. დაიგეგმა ახალი სასწავლო კორპუსის აშენება ვაკის კამპუსის ტერიტორიაზე.
- შემოვიღეთ სტუდენტური პროექტების დაფინანსება. 2017 – 2022 წლებში სტუდენტების პროექტები 3.5 მლნ ლარით დაფინანსდა.
- თსუ მასპინძლობდა ისეთ საერთაშორისო მასშტაბურ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს, როგორებიცაა: შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი, კომპიუტერული ლოგიკის მსოფლიო სამიტი, DataFest, TedTalk და სხვა. აღსანიშნავია, რომ თსუ-ში ყოველწლიურად საშუალოდ 500-მდე კონფერენცია, სიმპზიუმი, სემინარი და ვორქშოპი იმართება.
- თსუ-ს 100 წლის იუბილე UNESCO-ს ეგიდით გაიმართა. ვუმასპინძლეთ 200-მდე უცხოელ სტუმარს 50 ქვეყნიდან. საიუბილეო ღონისძიებები საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნა.

მე კვლავ ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად.

წარმატება დედა უნივერსიტეტს!!!", - წერს შარვაშიძე სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები