ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის ინფორმაციით, Eu-ს წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტზე შეთანხმდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ისინი პუტინის მოჩვენებით რეფერენდუმებს ან რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში არასდროს მიიღებენ.
"მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ სწრაფად და მტკიცედ ვიმოქმედეთ," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი ურსულა ფონ დერ ლეიენმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს წარადგინა, რომელიც მათ შორის ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებას მოიცავს.
რა შედის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტში?