მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივხვდით, რომ სჯობს უფრო სტაბილურ ბაზრებზე ვიმუშაოთ" - Cargon-ის დამფუძნებელი

6311eb976e805
მარიამ იზორია
03.09.22 23:14
1301
ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა „კარგონის“ თანადამფუძნებელი შაკო ჯალაბაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა. მისივე განმარტებით, შექმნილმა ვითარებამ საქართველო, როგორც ლოგისტიკური ჰაბი, ბევრად საინტერესო და საჭირო გახდა.

„გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის კორიდორი, რაც საქართველოს გააჩნდა და ის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის მიმართულებით აქვს, ბევრად უფრო საინტერესო და საჭირო გახდა. ასევე ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა.

ვიზრდებით, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით განვითარება შევწყვიტეთ და მივხვდით, რომ სჯობს უფრო სტაბილურ ბაზრებზე ვიმუშაოთ. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყნები უზბეკეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანია“ - აღნიშნავს სტარტაპის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის: Cargon-ი ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც ტვირთის მფლობელსა და გადამზიდ კომპანიას ერთმანეთთან აკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები