მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს" - ნინო წილოსანი გახარიას საყვედურობს

5fe459581dace
ინგა მურუსიძე
24.12.20 13:07
1067
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის განცხადებით, მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს. ამის შესახებ წილოსანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მის გუნდს უსმენენ.

„მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის მეშვეობით და სამინისტროს ჩართულობით დაიწყო, რომელიც 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი კანონის მიღებით დასრულდა, არ მიმდინარეობს სათანადოდ. 2020 წელს შექმნილი მიწის სააგენტო, რომელსაც მხოლოდ დოკუმენტური ბაზა უნდა მოეწესრიგებინა, ხოლო მთავრობას სამი დადგენილება უნდა მიგეღოთ - მიწის ბალანსის აღრიცხვის წესი, კატეგორიების ცვლილება და ანაზღაირების წესი, არც ერთი არ არის შესრულებული.

ეს კი გულისხმობს, რომ მეტი ყურადღება და კონცენტრაცია არის საჭირო. ვერც ერთ რეფორმას ვერ გავაგრძელებთ თუ არ გვექნება მიწის ფონდი და მისი კატეგორიზაცია. სწორედ ამიტომ ჩემი კითხვაა - რა კონკრეტულ ნაბიჯებს და პასუხისმგებლობას იღებთ, რომ მიწის რეფორმა სათანადოდ განხორიელდეს?“, - მიმართა ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები