მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მკისა" 500 ჰექტარი მოცვის და 1500 ჰექტარი ნუშის ბაღის გაშენებას გეგმავს

627550b349b12
ალა ისპირიანი
06.05.22 22:25
1954
კომპანია "მკისა" 500 ჰექტარი მოცვის და 1500 ჰექტარი ნუშის ბაღის გაშენებას გეგმავს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი გაჩეჩილაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა, 40 ჰექტარი ნუშის ბაღი უკვე განავითარეს, ხოლო 20 ჰექტარი მოცვის ბაღი გაშენების პროცესშია.

ამასთან, როგორც გიგი გაჩეჩილაძე ამბობს, კომპანია ექსპორტზეა ორიენტირებული, რისთვისაც ექსპორტის მენეჯერთა კურსის გავლას აპირებს.

"პირველ ეტაპზე, მიზნად მთელი პროცესების ავტომატიზაცია დავისახეთ. ავტომატიზაცია და ციფრული მართვა პროცესების რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს, რომელსაც ბუნება გვაძლევს, მაგალითად წყალი და მიწა.

"მკისა" ინოვაციურ და სხვანაირი კონცეფციის აგრო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ციფრულ მეურნეობას გულისხმობს. პირველი ეტაპისთვის 2 მიმართულება გვაქვს არჩეული. თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით, ეს არის მოცვის და ნუშის კულტურის გაშენება. 200 ჰექტარზე მეტი მიწა გვაქვს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. წინა წელს 10 ჰექტარი ნუშის ბაღი განვავითარეთ და წელს 30 ჰექტარი დავამატეთ. 20 ჰექტარი მოცვის ბაღი ამ ეტაპზე გაშენების პროცესშია. ეს ჩვენი განვითარების პირველი ეტაპია. განვითარების დაახლოებით 8-წლიანი გეგმა გვაქვს, რომლის საბოლოო მიზანი 500 ჰექტარი მოცვის და 1500 ჰექტარი ნუშის ბაღის განვითარებაა.

ასევე გეტყვით, რომ ჩვენ თუ აქედანვე არ დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, მერე გაგვიჭირდება მთლიანი პროცესების მართვა. იგივე შხამ-ქიმიკატების უტილიზაციის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა ხდებოდეს ზოგადად, როგორც საქართველოში აქამდე ხდებოდა და არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ეს კანონითაც და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მხრივაც გათვალისწინებული უნდა იყოს. ამ სტანდარტების ბიზნეს სარგებელი არის დროითი და ფინანსური რესურსის დაზოგვა. მაგალითად თუ ავტომატიზებული გაქვს მორწყვის სისტემა, ნიშნავს, რომ წყლის რესურსს ზოგავ. შეგიძლია ზუსტად გაზომო იმ წლის მიწოდების რაოდენობა, რაც ბაღს სჭირდება. მეორე მხრივ, შხამ-ქიმიკატების და სასუქების გამოყენების კუთხითაც გვაქვს ავტომატიზებული ჩვენი ლოკალური მეტეო კლიმატური სადგური, რომლითაც ვაკონტროლებთ მიწის ტენიანობას, ტემპერატურას, ნალექს რამდენი იყო, ქარი რა დონეზეა და ამის მიხედვით ვგეგმავთ აგრო ღონისძიებების.

საბოლოო ჯამში დიდ მასშტაბზე გავალთ. შესაბამისად ადგილობრივი ბაზარი ჩვენს მიწოდებას ვერ დააკმაყოფილებს და ამისთვის აუცილებელია, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვიყოთ.

ასეთი ინტენსიური კურსი, როგორიც ექსპორტის მენეჯერთა კურსია, ძალიან დიდ საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ სტანდარტებს თუ როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ იგი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მოვხდეთ და წვდომა გვქონდეს იმ საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც პარტნიორობას შევძლებთ", - განაცხადა გიგი გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები