მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელობა აღარ აქვს რა ფერის დიპლომი გვექნება... მოვუწოდებ ყველა ლექტორს, ლექციები პარლამენტთან გადმოიტანეთ"

640a3810df940
ალა ისპირიანი
09.03.23 23:30
4602
მიმდინარე აქციაზე, სადაც შეკრებილი საზოგადოება ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებულ მოვლენებს აპროტესტებს, სტუდენტებმა სიტყვით მიმართეს.

სტუდენტების მოსაზრებით, ახლა ამ გარდამტეხ მომენტში ყველა ლექტორმა უნდა დატოვოს აუდიტორია და ლექციები რუსთაველის გაზმირზე გადმოიტანონ.

ასევე მათ იმ ლექტორებს მიმართეს, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ კანონპროეტს მხარი დაუჭირეს. სტუდენტების მოსაზრებით ასეთ ლეტორებს ლეციის ჩატარების უფლება უნდა აეკრძალოთ.  

"მოვუწოდებ ყველა ლექტორს აღარ არის აუდიტორიებში ჯდომის დრო გამოდით და ლექციები აქ, რუსთაველზე გადმოიტანეთ. აქ უნდა დავდგეთ და აქ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი.

მივმართავ იმ მოღალატე დეპუტატებს რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ მოღალატეობრივ კანონს და რომლებიც ჯერ კიდევ არიან უნივერსიტეტებში. არ აქვთ უფლება ამ დეპუტატებს ლექციები ჩაატარონ, ამიტომ უნდა დატოვონ აუდიტორიები და უნდა აეკრძალოთ ლექციების ჩატარება.

სტუდენტებო ყველამ ერთად უნდა დავცალოთ აუდიტორიები. უკვე აღარ აქვთ მნიშვნელობა ჩვენს სწავლას, არც ჩვენს განათლებას თუ ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება.

არა აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს ვისწავლით, რა ფერ დიპლომს ავიღებთ თუ ეს ქვეყანა რუსეთის გუბერნია გახდება არაფერს აღარ ექნება მნიშვნელობა", - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილე სტუდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები